დონალდ ტრამპი რასიზმის შესახებ ბრალდებებს პასუხობს და ავტორებს შეერთებული შტატების დატოვებას ურჩევს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფერადკანიანი კანონმდებელი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების გამართლებას შეეცადა და განაცხადა, რომ თუ ვინმეს ამერიკა სძულს, შეუძლია ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვოს.
დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ მის პოზიციას ბევრი იზიარებს. ამიტომ აშშ-ს პრეზიდენტს არ აღელვებს, რომ მისი განცხადებები რასისტულად ჩათვალეს.
პრეზიდენტის კრიტიკის ადრესატმა კონგრესის წევრებმა კი განაცხადეს, რომ ტრამპი თავისი მიუღებელი კომენტარების გაკეთებით, ცდილობს არასწორი პოლიტიკიდან საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს.
შეერთებული შტატების ლიდერი შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ამერიკელების გარდა უცხოელმა პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს.
კომენტარები