უბედური შემთხვევა მუმბაიში – საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით დაშავებულია 8 პირი. შვიდი მათგანი მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან რამდენიმესაათიანი მცდელობის შედეგად ამოიყვანეს.
სამაშველო სამსახურს ოპერაციების განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. ოპერაციას ვიწრო და გადატვირთული გზები აფერხებს.
4-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქში არსებული ძველი შემონებების დიდი ნაწილი ავარიულია და მათ ძლიერი წვიმა სულ უფრო აზიანებს.
კომენტარები