გიორგი პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, საარჩევნო კოდექსის რომელიმე ნორმას გამოაცხადებდა ანტიკონსტიტუციურად, ეს არაფერს არ გამოიწვევდა, არადა, რასაკვირველია, გამოიწვევდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განუცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნამ რომ არა კვორუმის გაზრდა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა იმ კოლეგიაში, რომელსაც თავად პაპუაშვილი აკონტროლებს.
„საკითხი, რომელზეც პაპუაშვილი საუბრობს, შეიძლება, მოითხოვს დამატებით იურიდიულ კონსულტაციებს, მაგრამ რეალურად არ შეიძლება საკონსტიტუციო სასმართლომ ცნოს რომელიმე ნორმა არაკოსნტიტუციურად და ამას არ მოყვეს შესაბამისი შედეგები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მომხდარიყო ისე, როგორც თვითონ ქონდა ჩაფიქრებული, რეალურად შეიქმნებოდა ისეთი ვაკუუმი, ისეთი პოლიტიკური კრიზისი, როგორსაც საქართველო ძალიან ძნელად თუ გაუმკლავდებოდა“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.