ნაციონალურმა მოძრაობამ თერჯოლასა და ტყიბულის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ კახიძე წარადგინა.
პარტიის ლიდერებმა რაიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და მხარდამჭერებს ამ პრობლემების მოგვარების გეგმა გააცნეს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ინვესტორების მოზიდვაზე ისაუბრა, ასევე მეშახტეებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე.
დავით ბაქრაძემ ყურადღება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარების მოხსნაზე და პენსიის ორმოცი ლარით ზრდის შესაძლებლობაზე გაამახვილა.
კომენტარები