სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში ხელს არ დააფარებს არავის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სამტრედიაში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს.
კვირიკაშვილმა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის მიმართ სამძიმარი გამოთქვა და აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.
„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. როგორც კი ეს ფაქტი მოხდა, პოლიციელმა, ვისზეც არის საუბარი, გადაყენებულია თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, გამოძიება ჩატარდება. არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო ხელს არავის არ დააფრებს. მეც პირადად აუცილებლად გავაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშივილმა.
კომენტარები