ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა. „ლელოს“ ახალი წევრები არიან:
1. ალექს ბოლქვაძე – ადვოკატი;
2. ნიკა ჩერქეზიშვილი – პოეტი;
3. ამირან ფაჩუაშვილი – ადვოკატი;
4. თამარ შავგულიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
5. ნია ჭაჭიაშვილი – მასწავლებელი;
6. ბექა მიქაძე – ახალგაზრდა გამომგონებელი;
7.ვახტანგ კონტრიძე – ახალგაზრდა გამომგონებელი;
8.ქეთევან მატაბელი- მხატვარი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი;
9. ნინო თელია – კონსტიტუციონალისტი;
10. ვასილ ჭეიშვილი – ექიმი, მედიცინის დოქტორი;
11. გიორგი წურწუმია – ჰიდროინჟინერი;
12. თამაზ ბუთხუზი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფოსი, პროფესორი.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი გასულ კვირას წარუდგინა.
ესენი არიან: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი.