პარტია „ცენტრისტების“ ლიდერი ლადო ბედუკაძე PrimeTimeNews-თან საუბარში, მათ სარეკლამო რგოლზე, დაფინანსებასა და გეგმებზე საუბრობს.
ლადო ბედუკაძე: „10 წამიან რეკლამაში არ შეიძლება ჩატეულიყო მთელი სათქმელი. იქ ვერ აიხსნებოდა, კონკრეტული მესიჯების შინაარსი. იქ ვერ გაირკვეოდა, რა იდგა თითოელი გამონათქვამის უკან. ასე რომ, სრული განმარტება ვერ გადმოიცემოდა“.
ლადო ბედუკაძე ამბობს რომ მათ პარტიას არანაირი დაფინანსება არ აქვს და მითუმეტეს ზედმეტია საუბარი, რუსულ დაფინსების წყაროებზე.
ლადო ბედუკაძე: „არანაირი დაფინანსება ჩვენ არ გვაქვს. ეჭვი რუსული დაფინანსების შესახებ გაჩნდებოდა იმ ნაწილში, რომელთაც ძალიან უნდათ ჩვენი დაკვეთა გაესაღებინათ კრემლიდან და მიებათ რუსულ ფულთან. არანაირი რუსული პროექტი არ არის ჩვენი პარტია და არც ვაპირებთ მომავალში რაიმე მსგავსს.
მისი თქმით, მათი პარტია კი მოიხსნა საარცევნო რეგისტრაციიდან, თუმცა ხელის ჩაქნევას არ აპირებენ. ხელისუფლებას დიდ სიურპრიზს უმზადებენ.
ლადო ბედუკაძე: „ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ. ჩვენ დღეს ვაპირებთ განცხადების გაკეთებას. ხელისუფლება ელოდოს სიურპრიზს. ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია“.