პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მაჟორიტარ დეპუტატების დასახელებისას, სუფთა პოლიტიკურ წარსულის მქონე ადამიანებზე გააკეთა აქცენტი, რაც მისასალმებელია.
“ის რომ, სუფთა პოლიტიკურ წარსულზე გაკეთდა აქცენტი, მისასალმებელია. არც ის არის გასაკვირი, რომ სპორტსმენები აღმოჩნდნენ სიაში. პოლიტიკური პარტიები მოსახლეობას სთავაზობენ მათ, ვინც მათთვის ავტორიტეტია. ამომრჩეველი სპორტსმენებისა და ხელოვანების მიმართ მგრძნობიარეა და უყვარს ეს ხალხი. როგორც კი შეიცვლება ამომრჩევლის ცნობიერება და ორიენტიორებული იქნება პროფესიონალიზმზე, ყველა პოლიტიკური პარტია მეტ ორიენტაციას პროფესიონალებზე გააკეთებს.
პროფესიონალიზმის დაფასება “ქართული ოცნების” მხრიდან მკაფიოდ გამოჩნდა, რადგან მან მთაწმინდის რაიონში თავისი კანდიდატი არ წარადგინა და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სალომე ზურაბიშვილს არ შეუშალა ხელი. პარტიამ თავის პოლიტიკურ ინტერესზეც კი თქვა უარი”, – განაცხადა საყვარელიძემ.