არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს – აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მათ ბრალად მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თანხის გამოძალვა ედებათ.
ადგილზე სპეცრაზმთან ერთად სამართალდამცველები და გამომძიებლები იმყოფებიან. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 17:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.
კომენტარები