გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. მისი განმარტებით, სამუშაოები მაღალი ტემპით მიმდინარეობს და წლის ბოლოსკენ დასრულდება.
ქუჩაზე ამ დროისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა და კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში შეიცვლება წყალარინებისა და სასმელი წყლის მიწოდების სისტემები, გამოიცვლება ასევე ელექტროგადამცემი ხაზები და მიწისქვეშ განთავსდება, გამოიცვლება ელექტრობოძები და სანათები, განახლდება ტროტუარები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და სატრანსპორტო ზოლები.
კომენტარები