დიახ, ეს არის საარჩევნო კამპანიური ინიციატივა და ამ ინიციატივით მე მინდა, ყველამ ჩვენ ქართველ ხალხს ვუთხრათ, ამ კონკრეტულ საკითხში რა პოზიცია გვაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, დღეს ყველა პარტია და პოლიტიკოსი საარჩევნო კამპანიაშია.
“დიახ, ეს არის პოლიტიკური ინიციატივა. აღარ მაოცებს, უკვე მაოგნებს კომენტარები იმის შესახებ, რომ იცით საარჩევნო კამპანიაა და უსუფაშვილი ამიტომ გამოვიდა ინიციატივითო. რომელი პარტია და პოლიტიკოსი არ არის დღეს საარჩევნო კამპანიაში და ვინ არ გამოდის პოლიტიკური ინიციატივებით. ჩემს ინიციატივაზე კომენტარი ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანიური კომენტარი და ჩემი ინიციატივაა მხოლოდ საარჩევნო კამპანიური ინიციატივა?! მე ვაცხადებ, დიახ, ეს არის საარჩევნო კამპანიური ინიციატივა და ამ ინიციატივით მე მინდა, ყველამ ჩვენ ქართველ ხალხს ვუთხრათ, ამ კონკრეტულ საკითხში რა პოზიცია გვაქვს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.