საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დღეს, 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა. მათივე ცნობით, ასევე მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.
„პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები