პარლამენტმა სუსის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას კენჭი უნდა უყაროს. საკითხი ბიუროზე დარეგისტრირდა. ოპოზიცია ლილუაშვილს მხარს არ დაუჭერს, უმრავლესობისთვის კი კანდიდატურა მისაღებია. ოპოზიციას ლილუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს.
“სუსის ხელმძღვანელად ახლა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომ დავნიშნოთ ოპოზიცია მხარს მაინც არ დაუჭერს, იტყვის ბიძინა ივანიშვილის კადრიაო, ლილუაშვილის კანდიდატურა მისი გავლილი გზის მიხედვით დადებითად შეიძლება შეფასდეს,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.
გრიგოლ ლილუაშვილი აქამდე სუსის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ის პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატი იყო.
კომენტარები