კობა სუბელიანი სპეციალურ პრესკონფერენციას მართავს და აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გუშინ ის გამოკითხვაზე დაიბარა. მისი თქმით საუბარია ციხეებში წინასაარჩევნოდ პატიმრებზე ზეწოლის ფაქტებზე, რომლის შესახებაც ის რამდენიმე დღის წინ ფეისბუკისსაკუთარ გვერდზე წერდა. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიბარეს სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროში და როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი განმარტავს, მან უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სუბელიანმა ზეწოლის ფაქტებზე განცხადება სოციალური ქსელით 13 აგვისტოს გააკეთა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ პატიმრების მშობლებს საარჩევნოდ ხმების მობილიზების შემთხვევაში მათი ოჯახის წევრების ციხიდან გამოშვებას ჰპირდებიან.
კომენტარები