ფოთში, სასმელი წყლის ჭაში ნაპოვნი მამაკაცი, შესაძლოა, მოკლული იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ჭაში ჩააგდეს.
როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, მამაკაცი, შესაძლოა, მისი მეგობარი ქალის ახლობლის მიერ, ეჭვიანობის ნიადაგზე იყოს მოკლული.
„სერგო მირცხულავა მარტო ცხოვრობდა, კარგი ბიჭი იყო, უბრალოდ მინუსი ის ჰქონდა, რომ გინება იცოდა. მოკლესო, ასე ითქვა. სადაც შემთხვევა მოხდა, იქ, ალბათ, მეტი ეცოდინებათ. შეიძლება, მეგობარი ქალის ახლობლებმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს“, – აცხადებს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.
სერგო მირცხულავას ცხედარი გუშინ ფოთში, სასმელი წყლის ჭაში იპოვეს.
კომენტარები