”ნაციონალური მოძრაობა” თავისი თარგამაძეებით, ბოკერიებით, ბარამიძეებით, გოგორიშვილებით აბსოლუტურად დისკრედიტირებულია და დისკრედიტირებულ ძალაში სააკაშვილს არ უნდა, რომ ფული ჩადოს, – ამის შესახებ სესიაშვილმა განაცხადა.
”აშკარაა, რომ ახალი ბლოკი, რომელიც შეიქმნა სააკაშვილის პროექტია, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ”ნაციონალური მოძრაობა 2”.
”ნაციონალური მოძრაობა” თავისი თარგამაძეებით, ბოკერიებით, ბარამიძეებით, გოგორიშვილებით აბსოლუტურად დისკრედიტირებულია და დისკრედიტირებულ ძალაში სააკაშვილს არ უნდა, რომ ფული ჩადოს, სწორედ ამიტომ ხელოვნურად გამოაცალკევა ჯაფარიძე და ვაშაძე ჩაძირული გემიდან, შექმნა ეს ერთობა, რომელსაც მიუერთა ბურჭულაძე. მე მივესალმები ამ მარტივ პროექტს, რადგან საზოგადოებას მარტივი ანალიზი დასჭირდება იმისთვის, რომ დაინახოს მათი სახე.
ეს ის პიროვნებები არიან, რომლებიც სააკაშვილს, ”ნაციონალური მოძრაობის” ფარგლებში რომ გაემარჯვათ, ზუსტად იმ იდეოლოგიის მატარებლები იქნებოდნენ და იმ სადისტური პოლიტიკის ტაშის დამკვრელები იქნებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს პოლიტიკურად გათვალეს, რომ ამ ჩაძირული გემიდან დროზე უნდა გადმომხტარიყვნენ”, – განაცხადა სესიაშვილმა.