საარჩევნო ბლოკმა, “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია” მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატები წარადგინა.
გორის, 41-ე ოლქში კენჭს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იყრის, 42-ე ოლქში კი პარტიამ მეწარმე გიორგი მჭედლიძე წარადგინა.
რუსთავის 30-ე და 31-ე ოლქებში კი დავით კაპანაძე და ყოფილი პოლიტპატიმარი თორნიკე არევაძე განაწილდნენ. საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი ვეტერინარი ალეკო არზაშვილია.
ბლოკის ლიდერის, ირმა ინაშვილის განმარტებით, პარტიის კარი ყველასთვის ღიაა. „ჩვენი მაჟორიტარები არინ პედაგოგებიც, ფერმერებიც, მეცნიერებიც, სპორტსმენებიც და ჟურნალისტებიც.
ჩვენ ამით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ არავის არ ვახარისხებთ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც წესიერია და აქვს ცოდნა. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი არის მათი გამოცდილება, ცოდნა და, რაც მთავარია, წესიერება. ჩვენთვის ასევე მთავარი იყო კანდიდატების შერჩევისას, რამდენად იყვნენ ეს ადამიანები დაპირისპირებული იმ დროინდელ რეჟიმთან, რა რეჟიმიც ჩამოაყალიბა სააკაშვილმა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.