როგორ შეაფასებთ, საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ზუგდიდის მაჟორიტარად დასახელებას? – ამ კითხვით “რეზონანსმა” ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავას მიმართა.
“ვნახე მეგრულად რომ უმღერა, მაგრამ მეგრელები ისეთი ჭკვიანი ხალხია, არ მგონია, ამისთანა იაფფასიან ანკესზე წამოეგონ. ერთ დეტალს მივაქციე ყურადღება, რომ “რუსთავი 2”-მაც კი კადრი ვერ გაშალა, იმდენად ცოტა ხალხი იყო. არ მგონია, რომ სანდრა რულოვსი აირჩიონ. წესით, საერთოდ გამოსაჩენი პირი არ აქვს მაგ ხალხს, მაგრამ სირცხვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს ვერ ეგუებიან”, – დასძენს ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა.
კომენტარები