ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულმა ვლადიმერ რუხაძემ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუხაძის ადვოკატმა ნინო მახარაძემ განუცხადა.
“გამოტანილი გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ იმდენად არაობიექტურია და იმდენად აღშფოთდა ვლადიმერ რუხაძე ამ ყველაფრით, რომ გადაწყვიტა უვადო შიმშილობა გამოაცხადოს, ვიდრე საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილება არ იქნება”, – აღნიშნა მახარაძემ. მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებს.
კომენტარები