ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული ბექა ბექაურის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას დღეს გეგმავს.
დაკავების შემდეგ ბექაური საავადმყოფოშია მოთავსებული და ბოლო ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადვოკატის თქმით, ექიმებისგან იცის, რომ ბექა ბექაური კონტაქტურია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ არ იცის, მოახერხებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან დღეს გასაუბრებას.
კომენტარები