შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1991 წელს დაბადებულ ალექსანდრე თამაზის ძე ყვავაძეს ეძებს, რომელიც 2015 წლის 31 დეკემბერს, ტყიბულის რაიონის სოფელ ლეღვაში,სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
უწყების ცნობით, შსს-მ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო ღონისძიებები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. სამართალდამცველები საძიებო მოქმედებებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.
„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს ინფორმაცია დაკარგული პირის შესახებ ყოველდღიურად მიეწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი; ყოველდღიურად მოწმდება, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შესული შეტყობინებები. ალექსანდრე ყვავაძის აღწერილობაა: საშუალო აღნაგობის, ღია ფერის კანით, სიმაღლე – 167 – 170 სმ, მუქი ფერის მოკლე თმით, თაფლისფერი თვალებით, ოდნავ კეხიანი ცხვირი, მუქი ფერის გადაბმული წარბები. ტანთ ეცვა: შავი ფერის ბუმბულის კაპიუშონიანი ქურთუკი, თეთრი ფერის პულოვერი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ლურჯი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. თუ ვინმეს გაგაჩნიათ ინფორმაცია დაკარგული ალექსანდრე ყვავაძის შესახებ, დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე – 112, ან დაგვიკავშირდით: 577 52 66 19“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს ტყიბულში დაკარგულ პიროვნებას ეძებს
2016/08/24 10:37:20
კომენტარები
ნანახია: 1727 ჯერ