საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ოთარ სიჭინავა გიორგი პაპუაშვილისგან, საკონსტიტუციო სასამართლოში, 23 აგვისტოს დაგეგმილი პლენუმის შეხვედრის ჩაშლის მიზეზების განმარტებას ითხოვს.
ოთარ სიჭინავას ინფორმაციით, პლენუმს, ე.წ. კაბელების, გიგი უგულავას და “რუსთავი 2”-ის საქმეებთან დაკავშირებით, რამდენიმე მოსამართლის აცილების თაობაზე პარლამენტის შუამდგომლობა უნდა განეხილა.
მისი ინფორმაციით, შუამდგომლობა სასამართლოში ორი დღის წინ შევიდა. სიჭინავას თქმით, პლენუმს ასევე უნდა მოესმინა ე.წ. კებელების საქმის სარჩელის ცვლილებების საკითხზე სამუშაო ჯგუფის დასკვნა.
სიჭინავას მიაჩნია, რომ ვის ინტერესებშიც შედიოდა პროცესის გაჭიანურება, განმარტება უნდა გაკეთდეს.
“დაყენებულია რამდენიმე მოსამართლის აცილების შუამდგომლობები. გვარებისა და რაოდენობის დასახელებისგან თავს შევიკავებ და ეს არის სწორედ ტელეკომპანია “საქართველოს”. ე.წ. კაბელების და უგულავას საქმეები. კვორუმი იყო, ამიტომ პლენუმის ჩატარებაც შესაძლებელი იყო. რაღაც მიზეზების გამო შეხვედრა ვერ შედგა”, – აღნიშნა სიჭინავამ.
შეიცვალა თუ არა სარჩელი შინაარსობრივად, ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში ორი განსხვავებული დასკვნა მომზადდა, რომელთაგანაც ერთ-ერთის მხარდაჭერა უნდა მომხდარიყო. მოსამართლეთა აცილების და სარჩელის შეცვლის საკითხების განხილვის შემდეგ კი, პლენუმს უნდა დაენიშნა გახმაურებული საქმის განხილვის თარიღიც, თუმცა 4-საათიანი ლოდინის შემდეგ შეხვედრის გადადების თაობაზე მოსამართლეებს წერილობით ეცნობათ.
გიორგი პაპუაშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა
2016/08/24 13:00:31
კომენტარები
ნანახია: 2696 ჯერ