ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულ ბექა ბექაურს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
ამის შესახებ, მისმა ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მასსა და ბექაურს შორის პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა, რის გამოც ოჯახმა მის მომსახურებაზე უარი განაცხადა.
ჭრელაშვილის თქმით, პოზიციების შეუჯერებლობის გარდა ასევე იყო გარკვეული გარემოებები, რის გამოც ოჯახმა მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულს უკვე ჰყავს ახალი ადვოკატი, რომელიც სახაზინო წესით დაენიშნა.
კომენტარები