საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი ვაკულჩიკმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“.
შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს, ისაუბრეს საქართველოსა და ბელორუსიას შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მნიშნვნელობაზე და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში უსაფრთხოების სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის წვლილს.
სუს-სა და ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
2016/08/25 15:37:56
ნანახია: 1400 ჯერ