საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “შენი ხმა ჩვენი მომავლია” კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურში საზაფხულო სკოლას ეწვია და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.
,,სახელმწიფო ეფექტიანად მუშაობს მაშინ, როცა ამომრჩეველი ხმის მიცემით პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიტიკოსს და შემდეგ კონტროლს ახორციელებს მის საქმიანობაზე. არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ გაკეთებული საჩუქარი არ არის. თუ არ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში, შენს თავს ართმევ უფლებას იყო ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე”,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის მონაწილეებთან საუბრისას.
გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს გააქტიურდნენ და გააქტიურონ საარჩევნო კამპანია, გააცნონ მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამები. მან აღნიშნულის შესახებ პროექტის მონაწილეებთან საუბრისას განაცხადა.
“სახელმწიფო ეფექტიანად მუშაობს”
2016/08/28 18:00:31
კომენტარები
ნანახია: 1715 ჯერ