ირაკლი არ აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც შემდეგ საბოდიშო ხდება ხოლმე, – ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრი მამუკა მდინარაძე 2012 წლამდე ელისაშვილის აქტივობასთან დაკავშირებით პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც ეხმაურება და მიიჩნევს, რომ თავის მხრივ არც კობახიძე აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც საბოდიშო ხდება.
”ალეკო ელისაშვილის აქტივობა მახსოვს. მას ჰქონდა გარკვეული საპროტესტო გამოსვლები. თუ სწორად მახსოვს, ეს ასე იყო. თუმცა, ბოდიშის მოხდა ზედმეტად მიმაჩნია, რადგან მე არ ვიცი კონტექსტი, თუ ზუსტად რა იგულისხმა კობახიძემ. შესაბამისად, თუ მან ასეთი რამ თქვა, თავად აგებს პასუხს და არასდროს, ირაკლი არ აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც შემდეგ საბოდიშო ხდება ხოლმე”, – განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები