პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი რუსთავი 2-ს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
“რუსთავი 2-ის მხრიდან ზეწოლა, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ზეწოლის თემა, ნუ რუსთავი 2-იც იგივეა პრინციპში, ეს არ არის ახალი ამბავი. ზეწოლა მიმდინარეობს ინტენსიური და ამას ვამბობ სწორედ, რომ გიორგი პაპუაშვილმა გაცილებით მეტი პასუხები უნდა გასცეს შეკითხვებს, ვიდრე შეკითხვებს სვამდეს თვითონ“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილების შუამდგომლობას აყენებს. გადაწყვეტილება ლალი ფაფიაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა. პლენუმის წევრის განმარტებით, მიზეზი PS-ში გასული სიუჟეტია.
კომენტარები