“პუტინი არ არის საქართველოს მტერი” – ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ გადაცემა არჩევანში გააკეტა და ვლადიმერ პუტინს “დიდი პოლიტიკოსი” უწოდა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა მოიქცეს ისე, რომ პუტინი არ იყოს იძულებული ჩვენს ქვეყანასთან მტრული დამოკიდებულება ქონდეს.
„პუტინი არ არის საქართველოს მტერი, პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არ არიან და არც არავის მეგობრები არ არიანა. პოლიტიკოსები მოქმედებენ საკუთარი სახელწმიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი საქართველოს ამოცანაა, რომ პუტინი არ იყოს იძულებული, რომ საქართველოს მოექცეს როგორც მტერს. ჩვენი ამოცანაა, რომ მტერიც და მოყვარეც ჩვენს მოყვარედ გადავიქციოთ,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
კომენტარები