„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, იგი სოფელ ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
მათ შორის ყურადღება ჯანდაცვის პროგრამაზე გაამახვილა.
„ადამიანებისთვის ავადმყოფობა განაჩენი აღარ არის, უსახსრობის გამო მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ჯანმრთელობის პრობლემების არსებობისას სახლ-კარის გაყიდვა, სესხის აღება და საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენა აღარ უწევთ. გაუმჯობესდა სოციალური დაცვის პაკეტი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ყველა კატეგორიის პენსია, სახელმწიფო ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე. ადამიანისა და მისი ღირსების დაცვა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, თვისუფალი ბიზნესი, გამოხატვის თავისუფლება – ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია. სახელმწიფომ სოფელი მთავარ საზრუნავად აქცია და ხმამაღლა განაცხადა, რომ ძლიერი ქვეყანა ძლიერი სოფლიდან იწყება. სოფლის დასახმარებლად მრავალი პროექტი განხორციელდა, მთავრობამ ამ მიმართულებით 1 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა”, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
გიორგი მეშველიანი – მთავრობამ სოფლის დასახმარებლად 1 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა
2016/08/31 13:23:58

კომენტარები
ნანახია: 2061 ჯერ