ექსპერტი მამუკა არეშიძე ”პატრიოტთა ალიანსის” სახელით თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის იბრძოლებს.
”მოლაპარაკებები მაქვს ”პატრიოტთა ალიანსთან” და საკითხი ალბათ, დადებითად გადაწყდება რომ კენჭი ვიყარო თეთრიწყაროს რაიონში. სავარაუდოდ, საკითხი 6 სექტემბრამდე გადაწყდება. შეთანხმებას წინ ბევრი არაფერი უდგას”, – განაცხადა არეშიძემ და აღნიშნა, რომ იდეოლოგიასა და შეხედულებებში ძირითადად საკითხებზე თანხვედრაა.
არეშიძეს იმედი აქვს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მშვიდ გარემოში მოუწევს, თუმცა არც მოვლენათა სხვა ჭრილში განვითარებას გამორიცხავს.
კომენტარები