წუხელ, უცნობმა პირებმა „ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისის მინები ჩაამსხვრიეს.
”მესმის, რომ ძალადობრივი მეთოდების გარდა ვერაფერს აკეთებენ, ხალხს თქვენ არ უსმენთ და პრობლემებს არ უგვარებთ. ვერც სიტუაციას აურევთ, ვერც კამპანიას აგვირევთ და თქვენი საბოლოო კრახის გარდა ვერაფერს მიაღწევთ. არც გაბედოთ ვაკელებზე დაბრალება. 3 თვეა დავდივარ და ზუსტად ვიცი მომხრე და ოპონენტი მოსახლეობის განწყობაც”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
კომენტარები