თქვენ გახსოვთ წინასაარჩევნო კამპანია 2012 წლის განმავლობაში, თუ რა ხდებოდა: ზეწოლა, ქვების სროლა, ჩაქოლვები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლა აღარ ხორციელდება და ის 2012 წლის არჩევნებისგან განსხვავდება.
ახმეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა წინასაარჩევნოდ ინციდენტები აღარ განმეორდეს.
”თქვენ გახსოვთ წინასაარჩევნო კამპანია 2012 წლის განმავლობაში, თუ რა ხდებოდა: ზეწოლა, ქვების სროლა, ჩაქოლვები. დღეს არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი მოხდა და შევეცდებით ეს აღარ განმეორდეს. ამ 4 წლის განმავლიბაში ჩვენ მოვაგვარეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი ფუნდამენტური პრობლემები, როგორიც არის ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვა. დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, აღარ არის საჭირო უკანასკნელი ქონების გაყიდვა იმისთვის, რომ ოჯახის წევრს უმკურნალო. არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან ამხელა ყურადღება სოფლის მეურნეობაზე, როგორც არის დღეს.
ჩაყრილია საფუძველი, რათა თითოეული თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ამას აუცილებლად მივაღწევთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.