“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი პარტიის მხარდამჭერებს მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი 8 ოქტომბრის არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩუგოშვილმა განაცხდა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა და ერთადერთ შანსს არეულობის შექმნაში ხედავს.
“ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ყველა პოლიტიკურ ძალას. მივმართავთ თხოვნით ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, განსაკუთრებულად გაამახვილონ ყურადღება ისეთ ფაქტებზე და შემთხვევებზე, რომლემაც შესაძლოა, ზიანი მიაყენონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ მსგავსი მეთოდები და არ აყვნენ არანაირი ტიპის პროვოკაციებს, არ დაუშვან ამგვარი ინციდენტები. მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა, რომ საარჩევნო გარემო დაზიანდეს, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩავატარებთ ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
2016/09/05 11:57:58
კომენტარები
ნანახია: 2093 ჯერ