თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ამ წუთებში იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ოჯახის წევრთა აქცია იწყება.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის მიმართ – მოსამართლემ იარაღის უკანონოდ შენახვისთვის დაკავებულების აღმკვეთი ღონისძიება დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროცესი ერთ საათში იწყება. სხდომა აქციის ფონზე ჩაივლის.
დაკავებულთა ოჯახის წევრები სამართალდამცველების უკანონო ქმედებას აპროტესტებენ და სამართალდამცავებს იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ.
კომენტარები