საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამასთან, მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმაც და 36 გახდა.
კორონავირუსის შედეგად დღეს ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 067, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 330 პირი.
კომენტარები