ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირაა გაიძახის, რომ მზად არის თავის ფულით (არ ვიცი, საიდან აქვს ამდენი ფული) დააფინანსოს ავიარეისები ევროპიდან და ჩამოიყვანოს იქ ჩარჩენილი ქართველები სამშობლოში…
სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი უკრაინის ტელევზიებით, სადაც ამბობს, რომ ევროპაში გაბნეული უკრაინელები სამშობლოში არ უნდა დაბრუნდნენ, რადგან უკრაინას მაგათი მიღების საშუალება არ აქვს.
ავიაკომპანია SkyUp არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობს და ამ კოპანიის სკანდალებზე ადვილია ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. მაგრამ ეს არ არის მთავარი. სცადოს და გაუკეთოს ორგანიზება ამ რეისებს. ამისათვის მხოლოდ რამდენიმე ფორმალური ქაღალდის აღებაა საჭირო საავიაციო ადმინისტრაციაში.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაიმე, ერთი რეისის ორგანიზებას მაინც მოაბამს თავს”…