ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი არ იმუშავებს. ხელფასს მივიღებთ თუ არა გაინტერესებთ? – დიახ, მივიღებთ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რა რეჟიმში იმუშავებს პარლამენტი მომდევნო პერიოდის განმავლობაში.
“რელამენტის მიხედვით, დღეს რომ იყოს 7 რიცხვი, პარლამენტი ხვალიდან უკვე ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას ანუ ერთი დღის ამბავია. 8 ოქტომბრამდე ანუ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი წყვეტს საქმიანობას. ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი არ იმუშავებს. გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არა? – დიახ, მივიღებთ”, – აღნიშნა დეპუტატმა.
კომენტარები