ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მე-4 დღეა 15 წლის გოგონას ეძებენ. გაუჩინარებული გოგონას ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს უკვე მიმართეს. “ხან ბათუმში ჩადიოდა მამამისთან, მაგრამ ეს ამბავი ყოველთვის ვიცოდი და ორ დღეში უკან ბრუნდებოდა. ახლა კი არაფერი ვიცი მისი გაუჩინარების შესახებ. პოლიციაში ვიყავი და მითხრეს, რომ ყველაფერის გააკეთებენ, იმისთვის, რათა ჩემი შვილიშვილი მოძებნონ“, – აცხადებს გოგონას ბებია.
კომენტარები