სანდრა რულოვსმა რუზველტის უნივერსიტეტში შეხვედრა მოაწყო, სადაც განაცხადა რომ მიხეილ სააკაშვილს მისთვის, პოლიტიკაში ჩართვა არ უთხოვია.
“მას არ დაუძალებია. უბრალოდ მითხრა, რომ მე ვფლობ გასაღებს, რომელიც შემიძლია ავიღო და კარი გავაღო, ან დავტოვო გასაღები მაგიდაზე და არ გამოვიყენო. მან მითხრა, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი იყო და თუ არ ვიქნებოდი დარწმუნებული საკუთარ ნაბიჯებში, წარმატებას ვერ მივაღწევდი. რა თქმა უნდა, ჩემი პოლიტიკაში ჩართვით ის გახარებულია. ჩემი ამ პროცესში ჩართვა სიმბოლურია, რადგან მისი მემკვიდრეობა არ დაიკარგება.
ჩემი უმცროსი შვილი ბედნიერია, რომ დედაც პოლიტიკოსი ჰყავს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ოჯახში ერთი პოლიტიკოსი საკმარისზე მეტიც კი იყო. მაგრამ ჩემი ქმარი უკრაინაშია, მე კი – საქართველოში, ეს კი სულ სხვა საქმეა.”
კომენტარები