”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელი არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებს.
”ნაციონალურ მოძრაობას” 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც მაჟორიტარულ ოლქებში წარუდგენია და არც საარჩევნო სიაში შეუყვანია მათი რამდენიმე ცნობილი სახე, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის წევრია. ესენი არიან: გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, მარიამ საჯარია, კობა სუბელიანი, გიორგი კარბელაშვილი, პაატა ლეჟავა, შოთა მალაშხია.
კომენტარები