ნაძალადევის რაიონში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან მელიქიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ლევან მელიქიამ გადაწყვეტილება ამავე რაიონში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, სოფო კილაძის სასარგებლოდ მიიღო.
„ბევრი ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ, გადაწყვეტილება მივიღე მოვხსნა ჩემი კანდიდატურა თბილისის მე-17 საარჩევნო ოლქში. ეს ჩემი მშობლიური უბანია, სადაც ყველა მიცნობს და ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულობით არასოდეს გამოვირჩეოდი, რომ მინდოდა ნაძალადევის რაიონის განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა. გარკვეული მიზეზებისა და პარტიაში განვითარებული მოვლენების გამო ვხსნი ჩემს კანდიდატურას “ქართული ოცნების” კანდიდატის – სოფო კილაძის სასარგებლოდ“, – ნათქვამია ლევან მელიქიას განცხადებაში.
კომენტარები