შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორ მინისტრმა აღნიშნა, არსებობს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პარტიები აპირებენ არჩევნების მიმდინარეობისას და არჩევნების შემდგომ გარკვეულ პროვოკაციებს.
“ჩვენ ამ მიმართულებით მობილიზებულები ვართ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, შინაგანს საქმეთა სამინისტროს აქვს ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
კომენტარები