ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება. ამის შესახებ როსტოშვილისა და კურტანიძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
აღნიშნული მოტივით ადვოკატმა პროცესის გადადება იშუამდგომლა, რომელზეც მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ.
მოსამართლემ ბრალდების შესავალი სიტყვა მოისმინა, რის შემდეგაც პროცესი 13 ოქტომბრამდე გადადო, რათა ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა პოზიციები შეაჯერონ ან არსებითი განხილვისთვის მოემზადონ.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების ინიციატივა პროკურატურისგან მოდის, რასაც ბრალდებულებიც დათანხმდნენ.
მისივე თქმით, ამჟამად მოლაპარაკებები სასჯელის ვადაზე მიმდინარეობს, რადგან პროკურატურის შეთავაზება ამ ეტაპზე რეალური სასჯელია, დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის პირობითი მსჯავრის დაკისრებას ითხოვს.
ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 20 ივლისს გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული მსახიობი ლაშა კურტანიძეც.