ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას ადვოკატი სახაზინო წესით დაენიშნა. გადაწყვეტილება საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო. დღევანდელ პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დათა ახალაიას ადვოკატი, ირაკლი ზაქარეიშვილი არ გამოცხადდა, რაც სხდომის გადადების მიზეზი გახდა.
სასამართლო განხილვების გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დათა ახალაიას, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელზეც ბრალი მასთან ერთად კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსან გია დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერასაც“ აქვს წაყენებული, ადვოკატი სახაზინო წესით დაენიშნა.
კომენტარები