ამომრჩევლები მეუბნებიან, რომ თითებგადაჯვარედინებულები იღვიძებენ, რომ საარჩევნოდ არაფერი მოხდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი შს მინისტრის განკარგულებასთან დაკავშირებით განაცადხა.
„პოლიცია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ჩვენთაგანი, ყველა უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერი დაძაბულობის პრევენცია მოხდეს. პოლიციას თუ განსაკუთრებული თვისებები და ცოდნა ექნება წინასასრჩევნო პერიოდისთვის, ან ტურიზმის სეზონისთვის, ან სკოლის სეზონისთვის, რასაკვირველია, ამაზე ტრენინგები უნდა ჩატარდეს. ისევე როგორც გავნვითრებულ დემოკრატიებში ხდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები.
კომენტარები