პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმის გოგონებისთვის სტიპენდია დააარსა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ლიცეუმში განაცხადა.
”მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ თქვენ, ლიცეუმის ახალო მოსწავლეებო, გოგონებო, დღეს გამოვდივარ ინიციატივით, რომ სწორედ თქვენთან, თქვენი სულიერი მებრძოლების, გიორგი კვინიტაძის და მარო მაყაშვილის ხსოვნიდან გამომდინარე, გოგონებისთვის დავაარსო ლიცეუმში საგანგებო სტიპენდია და დარწმუნებული ვარ, ეს პირველ წელს კიდევ უფრო წაახალისებს იმ პროცესს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურში თქვენს ძლიერ ყოფას განაპირობებს. მადლობა ლიცეუმის ყველა მასწავლებელს, პროფესორს და მოსწავლეს, ოფიცრებს და კადეტებს, იცოდეთ, რომ მე და საქართველოს მოქალაქეები ძალიან ვაფასებთ თქვენს ღვაწლს, მადლობა სამსახურისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.