“სპუტნიკის” ინფორმაციით, ცხინვალის მკვიდრს დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი აღმოაჩნდა. ამის შესახებ სააგენტო იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ცხინვალის ერთ-ერთი მკვიდრის სახლიდან, რომლის ვინაობა არ სახელდება, ამოღებულია ავტომატი, სამი პისტოლეტი, ტყვია-წამალი, ასევე ხელყუმბარები და ყუმბარმტყორცნების ჭურვები.
ამ პირის წინააღმდეგ იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
კომენტარები