აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უელესის დეკლარაციის ხელმოწერიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით გაცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში, რომელსაც ხელს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აწერს, საუბარი საქართველოსა და რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციაზეც არის.
„შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის იძულებით მიერთებას, ისევე, როგორც ვერასოდეს შეეგუება რუსეთის შეტევას უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომელსაც ის ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთით თავისი დესტაბილიზატორი მარიონეტების მხარდაჭერით ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით ცდილობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
უელესის დეკლარაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამნერ უელესის მიერ 1940 წლის 23 ივლისს ხელმოწერილი დოკუმენტია. ის ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბჭოთა კავშირის ჯარის შეყვანის შემდეგ გაფორმდა. დეკლარაციაში ვაშინგტონი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ანექსიას გმობს.