სამტრედიის რაიონული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც გამოძიება 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება, ქუთაისის ციხეში მე-6 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
დაკავებულის უფლებადამცველის ნოდარ ნემსიწვერიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, რის გამოც, პროტესტის ნიშნად, მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
ნემსიწვერიძის განცხადებით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, მისი პატიმრობა გამართლებული იქნება.
“შიმშილობს იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე – რომ მას არ მიუყვანია თვითმკვლელობამდე დემურ სტურუა, არ უძალადია მასზე. მისი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებს ნოდარ ნემსიწვერიძე.
კომენტარები