სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად პოლიცია არის აპოლიტიკური, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად შეუძლია მინისტრს, პირობა დადოს, რომ კორცხელის მსგავსი ინციდენტი ოქტომბრის არჩევნებზე არ განმეორდება.
„ჩვენ არ ვერევით პოლიტიკურ პროცესებში. პირობას ვდებ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს და თუკი რაიმე სიგნალი იქნება იმისა, რომ ასეთი ფაქტები ხდება, ჩვენ უმალვე აღვკვეთავთ და მსგავსი არ განმეორდება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
კომენტარები